ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაასვენეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება. ხოჯევანიშვილმა ერგნეთში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ცხედარი ოჯახს გადაეცემა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ქართულ მხარეს გადაეცა რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.