საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 11 პირი დააკავა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი იყვნენ ქალები. დანაშაული მოხდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და გურიაში. ერთ შეთხვევაში საქმე აღიძრა ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე. კიდევ ერთი გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.