მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში უჩივლა

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სარჩელით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ ინტერნეტგამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს განუცხადა, რომ საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ დაკავებას და ქვეყნიდან გაძევებას. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ადანაშაულებდა 2017 წლის დეკემბერში, პოლონეთიდან უკრაინაში უკანონოდ შეღწევაში, სამართალდამცავებმა 12 თებერვალს დააკავეს კიევის ერთ-ერთ რესტორანში და იძულებით დააბრუნეს პოლონეთის ტერიტორიაზე.