ჯამე ქართული ჩუქურთმებით
Your browser doesn’t support HTML5
აჭარაში მდებარე სოფელ საციხურის ჯამე, გარდა იმისა, რომ 200 წელზე მეტი
ხნისაა, უნიკალურია თავისი ჩუქურთმებით. განსაკუთრებით საყურადღებოა
წნულები კარზე. ჯამე კაკლის ხისგანაა ნაგები. მეჩეთი 2006 წლიდან
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლთა სიაშია შესული.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩუქურთმები, რომლითაც ჯამეს ნაწილებია
მოპირკეთებული, ქართული კულტურისთვისაა დამახასიათებელი.