Amnesty International-ის ანგარიში - „სამწუხარო ამბების კატალოგი“
Your browser doesn’t support HTML5
აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეები, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არარსებობა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, შრომითი და უმცირესობების უფლებები და მედიის მდგომარეობა - ეს ის საკითხებია, რომელთა მიმართაც ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ანგარიშში „ადამიანის უფლებები მსოფლიოში“, რომლის პრეზენტაციაც თბილისში გაიმართა.