პენსიის დაგროვების ვალდებულება
Your browser doesn’t support HTML5
„საქართველოს კანონის პროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ:
უპირატესობები და გამოწვევები“ - ამ თემაზე პარლამენტში 16 თებერვალს
საგანგებო დისკუსიის ფარგლებში მსჯელობდნენ. საქართველოს პარლამენტის
ჯანდაცვის კომიტეტის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC)
ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით გამართულ დისკუსიაში
მონაწილეობდნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორების
წარმომადგენლები. რა მიზანს ისახავს საპენსიო რეფორმა, რა გამოწვევები
არსებობს და უნდა იყოს თუ არა პენსიის დაგროვება სავალდებულო?