ბრიუსელის სასამართლომ დაიწყო 2015 წელს, პარიზში მომხდარ თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამის საქმის განხილვა. ბელგიის მოქალაქე აბდესლამი, 2016 წლის მარტში დააკავეს ბრიუსელის გარეუბანში და აპრილში გადასცეს საფრანგეთის ხელისუფლებას. 28 წლის სალაჰ აბდესლამი ბრიუსელის სასამართლოში გადაიყვანეს საფრანგეთის ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე, მკაცრად დაცული საპატიმროდან. 2015 წლის 13 ნოემბერს, პარიზში თავდასხმები მოხდა „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზზე, ეროვნული სტადიონის მახლობლად და ერთ-ერთ რესტორანზე. დაიღუპა 130 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ.“