კმაყოფილი ხართ თუ არა ტაქსების მომსახურების ხარისხით?

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ მან 24 იანვარს ქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, მძღოლებს რეგისტრაციისთვის პირველ ეტაპზე მარტივი ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ, კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ ტაქსის ტრაფარეტი და ნებართვა, რომლითაც დადასტურდება, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, კმაყოფილნი არიან თუ არა მოქალაქეები ტაქსების მომსახურების ხარისხით.