რას მოემსახურება შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი?
Your browser doesn’t support HTML5
მიმდინარე წლის 11 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს. დეპარტამენტის 10 ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსია გამოცხადებული, მის ფუნქციების შესახებ ინფორმაცია კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაინტერესებულ საზოგადოებას საგანგებო პრეზენტაციაზე მიაწოდა.