NDI-ის გამოკვლევის მთავარი აქცენტები
Your browser doesn’t support HTML5
16 იანვარს გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC
საქართველოს საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები, რომლის
მიხედვითაც, მოსახლეობა ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებს დადებითად აფასებს, თუმცა ქვეყნის
მიმართულებით უკმაყოფილოთა რიცხვი გაზრდილია: მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, 39 %, მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით
ვითარდება. ნდობის ნაკლებობის პრობლემა დემოკრატიის სხვა ასპექტებზეც
ვრცელდება. მოსახლეობის 60 % ფიქრობს, რომ ქართული ტელევიზიები
დეზინფორმაციას ავრცელებენ, 51 % ამავე პრობლემას ხედავს ონლაინმედიაში,
43 % კი - ჟურნალ-გაზეთებში. მოსახლეობის უმეტესობა, 72 %, კვლავაც მხარს
უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 64 % კი მიესალმება
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. გასული წლის 29 ნოემბრიდან 19
დეკემბრამდე ჩატარებულ გამოკითხვაში პირველად მოხვდა კითხვა, რომელიც
ეხება რუსეთისა და აშშ-ის სამხედრო ძალებს. გამოკითხული მოსახლეობის 41%
მიიჩნევს, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე
ამერიკის შეერთებული შტატები, 36 პროცენტი კი პირიქით ფიქრობს.