როგორ შევაჩეროთ სარეკლამო მესიჯები
Your browser doesn’t support HTML5
არასასურველი სარეკლამო მესიჯების შემოტევა შემაწუხებელია ბევრი
ადამიანისთვის, თუმცა მხოლოდ ერთეულები ახერხებენ კომპანიები უკანონო
ქმედებებში ამხილონ. კანონი არ კრძალავს სარეკლამო მესიჯების
გამოგზავნას, საჯარო წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,
თუმცა კანონი ირღვევა იმ შემთხვევაში, თუკი აბონენტებს ასეთ მესიჯებზე
უარის თქმის საშუალება არ ეძლევათ. ეს მაშინ ხდება, როდესაც უარის თქმის
მექანიზმი ან საერთოდ არ არსებობს, ან არ მუშაობს. პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორის აპარატის ძალისხმევის შედეგად, 3 000 და 10
000-ლარიანი ჯარიმები დაეკისრა არაერთ კომპანიას. ყველა მოქალაქეს აქვს
უფლება, პასუხი მოსთხოვოს კანონდამრღვევ კომპანიებს.