ქართული ხელნაწერები მსოფლიო მეხსიერებაში

Your browser doesn’t support HTML5

2017 წლის მიწურულს ქართული ხელნაწერები მესამედ შეიტანეს UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში. მეხსიერების რეესტრს რამდენიმე თვის წინ საქართველოდან სახარება-პალიმფსესტი შეემატა (IX-XIV). 2013-2015 წლებში მსოფლიო მეხსიერების რეესტრმა საკუთარ სიაში შეიტანა საქართველოს ეროვნული არქივიდან წარდგენილი რვა უძველესი ხელნაწერი და ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი (1745) და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. UNESCO-ს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტური რეესტრი წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნის მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტების, ხელნაწერების, ზეპირი ტრადიციების, აუდიოვიზუალური მასალის, ბიბლიოთეკებისა და არქივების ექსპონატთა კოლექციას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დოკუმენტური მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობისა და დაცვის უზრუნველყოფას. ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში 10 იანვარს გაიხსნა ექსპოზიცია, სადაც ერთი თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ქართული ხელნაწერები.