სააკაშვილის პროცესები თბილისსა და კიევში
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 იანვარს უნდა გამოცხადდეს საქართველოს
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განაჩენი სანდრო გირგვლიანის
მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. სააკაშვილს ბრალი ედება სისხლის
სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, და ეს ქმედება ისჯება
ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თუმცა
სახაზინო ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე საქმეში დანაშაულის კვალს ვერ ხედავს.
გირგვლიანის საქმე ერთ-ერთია იმ საქმეებს შორის, რომელთა საფუძველზეც
ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს რამდენჯერმე მიმართა მიხეილ სააკაშვილის
ექსტრადირების მოთხოვნით. უკავშირდება თუ არა საქართველოში მიმდინარე
პროცესები უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და რამდენად რეალისტურია ოდესის
ყოფილი გუბერნატორისა და „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ
სააკაშვილის, საქართველოში ექსტრადირება?