პარლამენტმა თითქმის 13-საათიანი განხილვის შემდეგ დაამტკიცა მთავრობის განახლებული შემადგენლობა. მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” 103 ხმით გამოუცხადეს ნდობა; წინააღმდეგ ხმა მისცა 17 დეპუტატმა. განახლებულ მთავრობაში იქნება 13 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერ-მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; დიმიტრი ქუმსიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ლევან იზორია - თავდაცვის მინისტრი; თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი; მიხეილ გიორგაძე -კულტურისა და სპორტის მინისტრი; სოზარ სუბარი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; ზურაბ ალავიძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ ჯანელიძე - საგარეო საქმეთა მინისტრი; კახა კახიშვილი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; მამუკა ბახტაძე - ფინანსთა მინისტრი; გიორგი გახარია - შინაგან საქმეთა მინისტრი; დავით სერგეენკო - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.