ოლიმპიური ჩემპიონის უფასო გაკვეთილები

Your browser doesn’t support HTML5

ოლიმპიური „ოქრო“, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების სრული კომპლექტები − თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილმა ყველა ჯილდო მოიპოვა: ჯერ სპორტსმენის, შემდეგ კი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. ბოლო წლებში ახალი საქმე წამოიწყო − თბილისის მახლობლად, სოფელ თხინვალაში, საკუთარი სახსრებით ააშენა დარბაზი, რომელშიც ბავშვებს უფასოდ შეასწავლის ჭიდაობის ხელოვნებას. ოლიმპიური ჩემპიონის საჭიდაო სკოლა მსურველებს უახლოეს მომავალში მიიღებს.