საჯარო ინფორმაციის მოპოვება, შესაძლოა, გართულდეს

Your browser doesn’t support HTML5

მალე საქართველოში, შესაძლოა, გართულდეს საჯარო ინფორმაციის მიღება. საჯარო ინფორმაციაში იგულისხმება სახელმწიფო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტები, რომელზე წვდომის საშუალებაც უნდა ჰქონდეთ არათუ ჟურნალისტებს, არამედ, საერთოდ, ნებისმიერ მოქალაქეს. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, კონსტიტუციის მე-18 მუხლში იგეგმება დამატებითი განმარტებების შეტანა. ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოჰყვა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომელთა აზრით, საჯარო ინფორმაციის მიღება გართულდება. მათს განცხადებაში იუსტიციის სამინისტროს თაოსნობა შეფასებულია, როგორც „ბუნდოვანი“ და „სამართლებრივად გაუმართავი“.