ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის ახალი ცხოვრება
Your browser doesn’t support HTML5
კალა-უბანში, ჩახრუხაძის ქუჩის 17 ნომერში, 1982 წლიდან არსებობს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი. წელს, პოეტის დაბადებიდან ზუსტად 200 წლისთავზე, მისი მთავარი დარბაზი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებით გაცოცხლდება. ეს იქნება სივრცე, რომელიც ერთდროულად საიმედოდ შეინახავს, მაგრამ, ამავე დროს, გაავრცელებს კიდეც ძვირფას მემკვიდრეობას. თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ახლახან დაასრულა ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება გამოყენებული თანამედროვე მუზეუმებისათვის დამახასიათებელი შემოქმედებითი ინდუსტრია და 3D ანიმაცია. მუზეუმის კარი დამთვალიერებლისთვის გაიღება ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეს, 4 დეკემბერს.