გამარჯვებით დასრულებული სეზონი
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის სეზონი ნოემბერში გამართული სამი ტესტ-მატჩით დაასრულა. კანადასთან იოლი გამარჯვებისა და უელსთან სტუმრად, თანაბარ ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" სერიის ბოლო შეხვედრაში, თბილისში ამერიკის შეერთებულ შტატებს უმასპინძლეს და მინიმალური უპირატესობით მოუგეს. საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი ბოლო შეხვედრებში ქართველი მორაგბეების გარჯით და ზოგადად, გუნდის განვითარებით კმაყოფილია.