სად მიდის „ჩამოწერილი“ ფული?

Your browser doesn’t support HTML5

ქაღალდის ფულად ნიშნებს, რომლებიც ხმარებისგან გაცვდა, გაიხა ან რაიმე სხვა მიზეზით აღარ გამოდგება ბრუნვაში დასაბრუნებლად, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში ანადგურებენ. შემდეგ განადგურებული კუპიურები ნაგავსაყრელზე მიაქვთ და იქ მიწაში მარხავენ. იმას, თუ რომელი კუპიურაა ვარგისი და რომელი არა, საგანგებო „ჭკვიანი“ აპარატი წყვეტს.