კიევში დააპატიმრეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც იძებნებოდა პოლ ხლებნიკოვის მკვლელობისათვის

18 ნოემბერს უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა კიევში დააპატიმრეს რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი, რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნებოდა პოლ ხლებნიკოვის, რუსული გამოცემა „ფორბსის“ მთავარი რედაქტორის მკვლელობისათვის. რუსეთიდან გაქცევის შემდეგ, უკრაინული სპეცსამსახურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკრაინელი კომერსანტებისაგან ფულის გამოძალვით იყო დაკავებული. ინტერპოლის ცნობით კიევში დაკავებული რუსეთის მოქალაქემ, თანამზრახველთან ერღად2013 წელს მოახერხა ნორვეგიის ქალაქ სანდვიკიდან გაქცევა და მას შემდეგ ყალბი პასპორტებით სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. ამერიკელი ჟურნალისტი პოლ ხლებნიკოვი იყო ჟურნალ "ფორბსის" რუსული გამოცემის რედაქტორი, რომელიც მისივე ოფისის წინ, მოსკოვში მოკლეს 2004 წლის ივლისში. მის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს კაზბეკ დუკუზოვს, მუსა ვახაევსა და ფაილ სადრეტდინოვს. 2006 წელს ისინი გაამართეს, თუმცა უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა.