გაიხსნა წიგნის პირველი მუზეუმი
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში გაიხსნა კავკასიაში უდიდესი და საქართველოში პირველი წიგნის მუზეუმი. მუზეუმი 20 ნოემბრიდან მიიღებს პირველ დამთვალიერებელს. წიგნის მუზეუმი ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში დაცულ 19 ათასზე მეტ რარიტეტულ წიგნს აერთიანებს. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება როგორც მუდმივმოქმედი ექსპოზიციები, ისე დროებითი გამოფენები. წიგნის მუზეუმი ოთხ სივრცეს მოიცავს. ესენია: იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი – მაგალითად, ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ; „ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე; ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით; ბროსეს საცავი – თანამედროვე საცავი, აღჭურვილი კლიმატის კონტროლის შესაბამისი აპარატურით. მუზეუმში შესვლა უფასო იქნება ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.