ესტონეთი საქართველოს მხარდასაჭერად
Your browser doesn’t support HTML5
„ბოროტების ხაზი“ - ასე უწოდა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა
საოკუპაციო ხაზს 2 ნოემბერს, როცა ის სოფელ ხურვალეთში ჩავიდა და
აღნიშნა, რომ ოკუპაცია განსაკუთრებით ართულებს მშვიდობიანი მოსახლეობის
ყოველდღიურ ყოფას. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - ესტონეთის
- პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის
ფარგლებში (31 ოქტომბერი - 2 ნოემბერი) იმყოფებოდა. შეხვედრები გაიმართა
ხელისუფლების უმაღლეს პირებთან და საგანგებოდ გაესვა ხაზი ესტონეთისა და
საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების
პერსპექტივებს. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის
საქართველოში ვიზიტს ანალიტიკოსები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტის წინ.