თელავში სამოქალაქო კამპანიის მონაწილეებმა საარჩევნო ბიულეტენში „ცხვარი“ შემოხაზეს

თელავში სამოქალაქო კამპანიის მონაწილეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ საარჩევნო ბიულეტენებს, რომელზეც ბოლოში ხელით არის მიწერილი ნომერი და სიტყვა „ცხვარი“, რომელიც შემოხაზულია. სამოქალაქო აქტივისტი არჩილ მჭედლიშვილი ქსელში წერს, რომ საკუთარი არჩევანი ამ ფორმით დააფიქსირა. მან პროტესტის ნიშნად სამივე ბიულეტენში ცხვარი შემოხაზა.

მჭედლიშვილი საარჩევნო ბიულეტენებში ცხვრის ჩაწერასა და შემოხაზვას სხვა ამომრჩევლებსაც სთხოვს. მას შემდეგ, რაც თელავს ჩამოერთვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, თელაველთა ნაწილმა გადაწყვიტა, პროტესტის ნიშნად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმა ჩლიქოსანს მისცეს.