აბასთუმნის ტყის მასივში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამის შესახებ აცხადებს ხანძრის ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბი.
Your browser doesn’t support HTML5
სამუშაოებში საქართველოს ვერტმფრენთან ერთად 30 აგვისტოს ჩაერთნენ უკრაინის თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზებაში დახმარების თხოვნით საქართველომ მიმართა რამდენიმე ქვეყანას და მათ შორის რუსეთი არ არის.
აბასთუმნის მიმდებარე ტყეში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. მანამდე საქართველო მეზობელი ქვეყნების დახმარებით ერთი კვირა ებრძოდა ხანძარს ბორჯომის ხეობაში.