გავრცელებული ცნობებით, ხანძრის კერები გაჩნდა გორის და დუშეთის მუნიციპალიტეტში. ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთის" ცნობით, ზემო ბოშურის ტერიტორიაზე 1 ჰექტარის ფართობზეა ხანძარი. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი წიწვოვან ნარგავებს უკიდია. ხანძრის ქრობის პროცესი დაწყებულია, თუმცა სამუშაოებს ხელს რთული, მიუდგომელი რელიეფი და ძლიერი ქარი უშლის. ხანძრის კერა გაჩნდა დუშეთის მუნიციპალიტეტშიც, ჟინვალთან - გამოცემა On.ge იუწყება, რომ იქ 2 ჰექტარამდე ფართობი დაიწვა, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არის.