მეათე სტუდია
Your browser doesn’t support HTML5
ეს პროგრამა ჩვენი ტრადიციული რადიოჟურნალია, რომელიც ორი ათეული წლის წინათ შეიქმნა ჯერ კიდევ მიუნხენში - რადიო თავისუფლების ყოფილ შტაბ-ბინაში, სადაც ქართული რედაქციის გადაცემების ჩასაწერად მე-10 სტუდია იყო გამოყოფილი. რადიოჟურნალი „მეათე სტუდია“ მრავალფეროვან თემებს ეძღვნება - სიუჟეტებს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, გამოფენებსა და ფესტივალებზე, ინტერვიუებს ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან და ხელოვანებთან.
გადაცემა, რომელსაც მარიამ ჭიაურელი უძღვება, ყოველ პარასკევს, 19:00-ზე გადის ეთერში სიხშირეზე FM 107,4.