რუსმა ოპოზიციონერმა და უკრაინაში ომის მონაწილემ საჯარო დებატები გამართეს

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის მონაწილემ, ყოფილმა სამხედრო მეთაურმა, იგორ გირკინმა, საბრძოლო ფსევდონიმით, „სტრელკოვმა“ საჯარო დებატები გამართეს: სტრელკოვი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ომის პირველ ფაზაში აღმოსავლეთ უკრაინაში. .დებატების წინ მონაწილეები მთავარ თემებზე შეთანხმდნენ. ნავალნის, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, შეკითხები სტრელკოვის მიმართ უნდა შეხებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და დონბასში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას. სტრელკოვს სურდა დაემტკიცებინა, როგორც თქვა, რომ ნავალი არ არის პატრიოტი. მისი კრიტიკის სამიზნე იყო ნავალნის ბრძოლა კორუპციასთან. ნავალნისთვის ასევე უნდა დაესვათ შეკითხვა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ყირიმის და დონბასის ბედის შესახებ. რუსეთში ნავალნი ლიბერალმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა გააკრიტიკეს ამ დებატებში გამოწვევის მიღების გამო, რომ პოლიტიკოსი არ უნდა შეხვდეს „ომის დამნაშავეს“. გირკინი აცხადებდა, რომ თვითგამოცახდებულმა სეპარატისტულმა მთავრობამ აღმოსავლეთ უკრაინაში სიკვდილით დასაჯა მხოლოდ მოროდიორობაში ბრალდებული პირები. ამერიკელმა ჟურნალისტებმა მიაკვლიეს საბუთებს, რომელთა თანახმად, გირკინმა სულ მცირე სამ შემთხვევაში მოაწერა ხელის სასიკვდილო განაჩენს.