500 მეტრით აქეთ

Your browser doesn’t support HTML5

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის რაიონში არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი ძველი „სასაზღვრო“ ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული. შედეგად რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინციდენტს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მიუთითებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბერშუეთის ინციდენტი განხილვის საგანი გახდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 11 ივლისს გაიმართება ერგნეთში.