სამოქალაქო აქტივიზმის გამოწვევები და სირთულეები

Your browser doesn’t support HTML5

26 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები - ნათია ქარჩილაძე და თორნიკე შევარდნაძე. ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით 29 ივნისიდან, 1 ივლისის ჩათვლით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თემაზე მომუშავე ჯგუფები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და მკვლევარები. რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული აქტივიზმი, რამდენად პოლარიზებულია თემები, რომლებზეც სხვადასხვა ჯგუფი მუშაობს და დგას თუ არა ექსკლუზიურობის პრობლემა მოძრაობებს შორის - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.