სტუმრად ჩვენს ეთერში:ნაზი ჯანეზაშვილი
Your browser doesn’t support HTML5
23 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიიის უმაღლესი საბჭოს წევრი. მან ილაპარაკა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ გამოწვევებზე. ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელიც ახლახან დაბრუნდა აშშ-დან, სადაც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ჰიუბერტ ჰამფრის პროგრამით იმყოფებოდა და საშუალება მიეცა მართლმსაჯულების ადმინისტრირების სფეროში ამერიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას ზიარებოდა. ნაზი ჯანეზაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყველაზე ღირებული კომპონენტი ამ პროგრამაში მისთვის იყო თანამშრომლობა აშშ-ის სასამართლოების ეროვნულ ცენტრთან, რომელიც სასამართლოს ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობს. საქართველოს კონტექსტში უმნიშვნელოვანეს საკითხად მოსამართლეების დამოუკიდებლობას ასახელებს, თვლის, რომ ამას უდიდესი როლის შესრულება შეუძლია სახელმწიფოს წინსვლაში. მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი ფაქტორებით ინტერესდებოდა აშშ-ში ყოფნის დროსაც: "იმდენად გაცნობიერებული აქვთ საზოგადოებაში, რომ მოსამართლე არის დამოუკიდებელი, რომ კითხვაც არ ჩნდება. ერთ-ერთმა მოსამართლემ მითხრა, რომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება მოსამართლეებს კარგად ექცევაო. მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ - საზოგადოება კარგად ექცევა მოსამართლეებს და მოსამართლეები კარგად ექცევიან საზოგადოებას. ეს არის ორმხრივი პროცესი". ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსში არაერთ გამოწვევას ხედავს და მნიშვნელოვნად თვლის მოსამართლეების მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში, საერთოდაც - მოსამართლეების მხრიდან მეტი ინიციატივისა და აქტიურობის წახალისებას: "მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და უნდა გაითავისონ, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს წარმოადგენენ და შემდეგ ზასოგადოებისგანაც წამოვიდეს უკუკავშირი, რომ ეს იყოს ორმხრივი პროცესი". "დილის საუბრების" სტუმარი კვლავ ხაზს უსვამს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესის ხარვეზიანობას, მოსამართლეთა გადატვირთულობაზე. ნაზი ჯანეზაშვილი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს არაერთ იდეაზე, რომელთა განხორციელებასაც ის შეეცდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნისას.