რა აჩვენა სკოლის საატესტატო გამოცდებმა

Your browser doesn’t support HTML5

30 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა. სკოლის საატესტატო გამოცდებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, 2017 წელს 11 000-მდე მოსწავლემ ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი. რა იწვევს სკოლის მოსწავლეების დაბალ შეფასებებს გამოცდებში, საშუალო განათლების რომელი რგოლია პრობლემური და რა ცვლილებები სჭირდება განათლების სისტემას იმისათვის, რომ ახალგაზრდების საჭირო ცოდნით და უნარ-ჩვევებით აღჭურვა შეძლოს - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.