ეროვნული მუზეუმის კვირეული
Your browser doesn’t support HTML5
16 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ანა ვერულაშვილი, ეროვნული
მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. 16-დან
20 მაისის ჩათვლით ეროვნული მუზეუმი სტუმრებს მუზეუმის კვირეულს
სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართება.
1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით,
18 მაისს მუზეუმების დღე აღინიშნება, რომელთან დაკავშირებითაც მთელ
მსოფლიოში ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო
კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა. 2017 წლის თემაა
,,მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ამ კამპანიას "მუზეუმის კვირეულით" უკვე
მეათე წელია უერთდება.