როგორია სასამართლო პრაქტიკა ავტოსაგზაო შემთხვევებისას
Your browser doesn’t support HTML5
6 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე,
რომელიც წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე
მუხლს". ორგანიზაცია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით
ახორციელებს გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულებისთვის გამოყენებული
სასჯელების ანალიზს.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, 2014-2016 წლებში საქართველოში 3 000-ზე
მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო და აქედან სისხლის სამართლებრივი დევნა
მხოლოდ 800-დან 1000-მდე შემთხვევაზე დაიწყო.
რა კატეგორიებად იყოფა ავტოსაგზაო შემთხვევები, რა სანქციებს იყენებს
სასამართლო დანაშაულებების მიმართ და რამდენად არის გათვალისწინებული
ადმინისტრაციული დარღვევები ასეთის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს
გადაწყვეტილების მიღებისას - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.