"ისტორიული დღე" საქართველოსთვის
Your browser doesn’t support HTML5
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა „ისტორიული დღე“ უწოდა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. ეს შეფასება მან გამოთქვა ბრიუსელში, სადაც დღეს ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შეხვდა როგორც დონალდ ტუსკს, ისე ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს.