თბილისში საპროტესტო აქციებს განაგრძობენ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები

თბილისში საპროტესტო აქციებს განაგრძობენ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები. დღეს ისინი შეიკრიბნენ აშშ-ის საელჩოსთან და ელჩს, იან კელის მოუწოდეს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობისკენ. დაზარალებულები უარს ამბობენ ხელისუფლებისგან შეთავაზებულ ერთჯერად, 3 ათას ლარიან კომპენსაციაზე და ამ თანხის 5 ათას ლარამდე გაზრდას მოითხოვენ. გარდა ამისა, მოვაჭრეების მოთხოვნაა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და საბანკო ვალდებულებების ერთი წლით გადავადება. გასულ კვირაში მოვაჭრეებმა საპროტესტო აქციები გამართეს თბილისის მერიასა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან.