საიდან გაჩნდა სოციალისტური რეალიზმი
Your browser doesn’t support HTML5
ბოლო დროს საერთაშორისო კინოფესტივალებზე, განსაკუთრებით კინოკრიტიკოსები პოსტკომუნისტური ქვეყნებიდან, კარგ ფილმებს ასე იწუნებენ ხოლმე: ”ტიპიური სოცრეალიზმია!”. იმ ხალხს, ვისაც საბჭოთა კავშირი არ ახსოვს, ხშირად უთქვამს, რომ ესაა უფრო ”საბჭოთა ტრავმა”, რომელსაც თვით სოცრეალიზმის პაროდირებამაც არ უშველა გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს.
და მაინც, რა არის სოციალისტური რეალიზმი, როგორ დამკვიდრდა ეს ”მეთოდად” წოდებული სტილი და ნიშნავს თუ არა სოცრეალიზმი აუცილებლად იდეოლოგიზებულ, პროპაგანდისტულ ხელოვნებას?
ამ კითხვებს ”წითელ ზონაში” ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი უპასუხებს.