ბათუმში მომხდარი ფაქტის სამართლებრივი შეფასება აუცილებელია
Your browser doesn’t support HTML5
13 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების“ სტუმარი იყო ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორი. მან ბათუმში 11 მარტს მომხდარ მოვლენებზე ილაპარაკა. ნონა ქურდოვანიძის თქმით, სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა იქნეს შესწავლილი, რამდენად დროული და კანონიერი იყო ბათუმში 11 მარტს შექმნილ მდგომარეობაზე სახელმწიფოს რეაგირება, მიღებული შედეგების საფუძველზე კი გადაიდგას ნაბიჯები გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად. ამასთან, ხელისუფლებამ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს, რა გახდა საზოგადოებრივი პროტესტის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რა ფორმები მიიღო დემონსტრანტების მიერ პროტესტის დაფიქსირებამ, აუცილებელია ხელისუფლებამ გამოიძიოს, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი არასამართლიანი საჯარიმო პოლიტიკის გატარებას ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას პოლიციის მხრიდან, ხოლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება. მიუკერძოებლად უნდა იქნეს შესწავლილი¸ასევე, მართული იყო თუ არა განვითარებული მოვლენები.