უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2" მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს. ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლოს დიდმა პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია 1 მარტს აცხადებდა, რომ ტელეკომპანია „მზად არის ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის დამარცხებისთვისაც ამ უთანასწორო და უკანონო ბრძოლაში“. „რუსთავი 2“-ის მფლობელებს სასამართლო დავა ჰქონდათ ყოფილ მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან, რომელიც ითხოვდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იმ წილების დაბრუნებას. ტელეკომპანიის მფლობელები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის დაბრუნების სურვილი ხალვაშს ხელისუფლებამ უკარნახა, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმების მიზნით.