„შეიძლება ბევრ რამეს აეხადოს ფარდა“, - ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი. მისი თქმით, ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა დღეს განახლდება, ვინაიდან გუშინ, 8-საათიანი დაკითხვის შემდეგ პროცესი ვერ დასრულდა. „ძალიან ბევრი და საინტერესო თემაა. ამასთან, დეკანოზმა გუშინ განაცხადა, რომ კითხვების ნაწილს მას შემდეგ გაეცემა პასუხი, რაც მისი ოჯახის უსაფრთხოება იქნება დაცული“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. მისივე სიტყვებით, ციანიდი დეკანოზს ჩანთაში თავისი ხელით არც ჩაუდვია. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფამდე, გარკვეულ კითხვებზე პასუხისგან თავს იკავებს. გიორგი მამალაძის დაკითხვა, სავარაუდოდ, 13:00 საათისთვის განახლდება.