სომხეთის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტს იწყებს საქართველოში

სომხეთის სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს საქართველოში. დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილის და კარენ კარაპეტიანის პირისპირ შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ დაიწყება გაფართოებული მოლაპარაკება ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების მონაწილეობით.