უსახლკაროები თბილისის საკრებულოსგან პასუხს ითხოვენ

Your browser doesn’t support HTML5

10 თებერვალს თბილისის საკრებულოსთან უსახლკაროების აქცია გაიმართა. ასამდე ადამიანი ქალაქის ხელმძღვანელი პირებისგან მათი საქმეების შესწავლას და ქმედითი ზომების მიღებას ითხოვდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკვე თითქმის წელია შეტანილი აქვთ საბუთები შესაბამის კომისიაში თავშესაფრით, ბინით დაკმაყოფილების შესახებ, მაგრამ დღემდე არავითარი პასუხი არ მიუღიათ. არასამთავრობო ორგანიზაციები უსახლკაროების ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მათი ოდენობა ათასობითაა.