სოციალური მეწარმეობა ახალგაზრდობისთვის
Your browser doesn’t support HTML5
8 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ქეთი ებანოიძე და ელენე ჟვანია, Tbilisi Impact Hub-ის თანადამფუძნებლები. Tbilisi Impact Hub-ი სტუდენტებს სთავაზობს ჩაერთონ საერთაშორისო კონკურსში, რომლის მიზანიც სოციალური მეწარმეობის განვითარებაა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც იმუშავებენ იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის შექმნასა და საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი წარმოების განვითარებაზე.