სტუმრად ჩვენს ეთერში: შორენა ლორთქიფანიძე

Your browser doesn’t support HTML5

3 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შორენა ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა ევროპარლამენტის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, როცა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას. შორენა ლორთქიფანიძე თვლის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მხარდაჭერას არ აქვს მხოლოდ პოლიტიკური განზომილება, ის მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მოქალაქეების თვალსაწიერზე, ქცევაზე, გადაწყვეტილებებზე. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა ის საერთაშორისო კონტექსტიც, რომელშიც მიიღო ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა.