ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურებს ეჭვი აქვთ, რომ რუსეთი ცდილობდა გავლენა მოეხდინა ნობელის კომიტეტზე

ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურებს ეჭვი აქვთ, რომ 2015 წელს რუსეთი ცდილობდა გავლენა მოეხდინა ნობელის კომიტეტზე, რათა არ დაეშვა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის. როგორც ნორვეგიის ტელევიზია იტყობინება, 2015 წელს ინტერნეტსა და რუსეთის მასმედიაში გაჩნდა ყალბი ინფორმაცია, რომელიც უკრაინის უზენაესი რადის სპიკერს, ვლადიმირ გროისმანს მიეწერებოდა. უშიშროების სამსახურები მიიჩნევენ, რომ პუბლიკაციის მიზანი იყო ნობელის კომიტეტის დისკრედიტაცია.