სტუმრად ჩვენს ეთერში: დათო გოჩავა
Your browser doesn’t support HTML5
23 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დათო გოჩავა, "პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის Hub Georgia-ს წევრი. მან ილაპარაკა საქართველოს რკინიგზის გამოწვევებზე. დათო გოჩავამ ისაუბრა როგორც ქვეყნის შიდა პრობლემებზე, აგრეთვე საგარეო ამოცანებზე. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ საქართველოს რკინიგზა არაეფექტიანად, ძველ ყაიდაზე და კორუფციულად იმართება, რაც გამორიცხავს მის განვითარებას. დათო გოჩავა განმარტავს, რომ ტრანსპორტის სისტემის განვითარება არა ცალ-ცალკე დარგებად, არამედ მთლიანობაში უნდა მოხდეს და ტრანსპორტის სხავდასხვა სფერო არა ერთმანეთის კონკურენტი, არამედ შემავსებელი უნდა იყოს. რკინიგზელის თქმით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნობას დიდწილად მისი სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანობა განაპირობებს და არა მხოლოდ ქვეყნის მდებარეობა.