საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იწყებს სამუშაო ვიზიტს ესპანეთის სამეფოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იწყებს სამუშაო ვიზიტს ესპანეთის სამეფოში. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მადრიდში შეხვდება ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს, პრემიერ-მინისტრს, მარიანო რახოის და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ტალებ რიფაის. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას და დაათვალიერებს საქართველოს საგამოფენო სივრცეს. მადრიდიდან გიორგი კვირიკაშვილი გაემგზავრება შვეიცარიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.