მოლაშქრეების მიზნები და პასუხისმგებლობა
Your browser doesn’t support HTML5
12 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ მოლაშქრეთა კლუბ "მწვანე ზებრის" წევრები ირინა პაიჭაძე და დავით წიკლაური. კლუბი წლის განმავლობაში ათეულობით ტურს აკეთებს საქართველოს სხვადასხვა ადგილას და ასეულობით მოლაშქრე დაჰყავს სხვადასხვა ტიპის თავგადასავლის საძებნელად. რომელია დღეს ყველაზე პოპულარული მარშრუტი ლაშქრობისთვის, რა უსაფრთხოების ნორმებია დასაცავი ბუნებაში ჯგუფურად გასვლისას და რამდენად კეთილსინდისიერად იქცევიან მოლაშქრეები ბუნებაში თუ ღამის გასათევ ნაგებობებში - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.