ამერიკელი სენატორების საახალწლო ვიზიტი საქართველოში

Your browser doesn’t support HTML5

1 იანვარს საქართველოს ეწვივნენ ამერიკელი სენატორები: ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და ემი კლობუშარი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დატოვებამდე მათ განცხადებები გააკეთეს და გაემგზავრნენ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან. სენატორებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან. 2 იანვარს ამერიკელ სენატორებს კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე უმასპინძლებს თავდაცვის მინისტრი. ორშაბათს შუადღისას სენატორები დატოვებენ საქართველოს.