სულ მცირე, სამი პირი, მათ შორის პარლამენტის დეპუტატი, დაშავდა ავღანეთის დედაქალაქში ბომბის აფეთქების შედეგად. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის წარმომადგენელმა, ნაჯიბ დანიშმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ ბომბი ქაბულის ერთ-ერთი ხიდის ქვეშ იყო დამონტაჟებული და მისი სამიზნე იყო პარლამენტის ბამიანის პროვინციელი წევრის, ფარუქი ბეჰიშთის მანქანა. ბეჰიშთი პარლამენტში მიემართებოდა, როცა აფეთქება მოხდა. დაშავდა მისი ვაჟიც. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის არავის უკისრია.