აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეიძლება გახდეს სანავთობო გოლიათის „ექსონ მობილის“ ხელმძღვანელი

მსოფლიოს უდიდესო ნავთობმომპოვებელი კერძო ფირმის, „ექსონ მობილის“ აღმასრულებელი დირექტორი, რექს უეინ ტილერსონი უმთავრესი კანდიდატია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე. აშშ-ის მედია იტყობინება აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მაღალი განგის მრჩეველზე დაყრდნობით, რომ ტრამპის აზრით, ის ემხრობა ტილერსონის კანდიდატურას, რადგან ის იქნებოდა პირველი, ვინც კორპორაციის ხელმძღვანელის გამოცდილებას გამოიყენებდა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობაზე. ცნობას ავრცელებენ სააგენტო "როიტერსი„ და "უოლსტრიტ ჟორნალი". ექსონ მობაილს“ ფართო ინტერესები აქვს რუსეთის ნავთობის სფეროში. ტილერსონმა სახელი გაითქვა რუსეთთან „ექსონის“ თანამშრომლობით და მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ის „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა 2013 წელს. კრემლის თანახმად, ორდენი მას გადაეცა „საწვავის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისთვის“. 2011 წელს „ექსონმა“ და რუსეთის უდიდესმა სანავთობო ფირმამ, „როსნეფტმა“ გააფორმეს ხელშეკრულება ნავთობის ერთობლივი წარმოების და გადამუშავების შესახებ. მას მერე ორმა კომპანიამ შექმნა ათამდე ერთობლივი საწარმო რუსეთში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ „ექსონ მობაილის“ ინვესტიციები შემცირდა. ტილერსონი რუსეთის მიმართ სანქციების მიმართ კრიტიკული იყო, მისმა ფირმამ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო მილიარდ დოლარიანი ზარალი ნახა.